ბექა კვიციანი ციხეში პოლიციელებს თავს დაესხა

  • 14 თებერვალი 17:05

თბილისის ზღვაზე მოკლული ახალგაზრდა ბიზნესმენის ნოდარ ცხადაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს ბრალი პოლიციელებზე თავდასხმისთვის წარედგინა.

როგორც პროკურორმა დღევანდელ პროცესზე თქვა, კვიციანი დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებს თავს დაესხა.


კვიციანის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში მას ბრალდებული არ შეხვდა და გადასცა, რომ არცერთ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება.


ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმიშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღანი ძებნის შემდეგ დააკავეს.


წყარო.