ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა სვანი გაათავისუფლეს, თუმცა სხვა დანაშაულის გამო იმავე დღეს დააკავეს

  • 14 თებერვალი 15:26

46 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" ლაშა სვანი (ჯაჭვლიანი), გუშინ კიევის საემეგრაციო იზოლატორიდან გაათავისუფლეს, თუმცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ის იმავე დღეს დააპატიმრა.

"ლაშა სვანი" კიევში 2019 წლის ნოემბერში აიყვანეს და მას შემდეგ საემიგრაციო იზოლატორში იმყოფებოდა, ვინაიდან მის ექსტრადირებას მძიმე დანაშაულის გამო იტალია ითხოვდა. სასამართლომ ექსტრადაციის შესახებ შუამდგომობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ჯაჭვლიანი იზოლატორიდან გათავისუფლდა.

ამჯერად, რა საფუძვლით მოხდა მისი დაკავება დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ლაშა ჯაჭვლიანი უკრაინაში აქტიურად იყო ჩართული კრიმინალური დაჯგუფებების ორგანიზებასა და საქმიანობაში.

წყარო.