"თქვენნაირი ჟურნალისტების სალაპარაკო რომ არ გამხდარიყო, ჩემი მეუღლე დაქვეითდა…"

  • 14 თებერვალი 15:19

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მისი მეუღლე ფინანსთა სამინისტროში ერთ-ერთ პოზიციაზე კანონმდებლობის სრული დაცვით დაინიშნა და მას რეკომენდაცია არ გაუწევია.

"ჩემი მეუღლე უნივერსიტეტის დამთავრების პირველივე დღიდან მუშაობს საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა პროექტზე, მას უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და მინდა თქვენი ეთერის მეშვეობით წარმატებები ვუსურვო. ამ მომენტში, ჩემი დაწინაურების შემდეგ, სამწუხაროდ, პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით და თქვენნაირი ჟურნალისტების სალაპარაკო რომ არ გამხდარიყო, ის დაქვეითდა და ახლა ყველაზე დაბალ პოზიციაზეა, ვიდრე მის სამუშაო ბიოგრაფიის დროს ჰქონია. მე რეკომენდაცია არ გამიწევია, როგორც ყველა, კანონმდებლობის სრული დაცვით, ისე დაინიშნა.


თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ მეუღლეები მუშაობდნენ? მეუღლის დაბადება, განათლების მიღება და სამუშაოს დაწყება ემთხვევა ჩემს არსებობას ამ ქვეყანაში, მაგაში მართალი ხართ. არ აქვს უფლება ქალს, რომ საჯარო სექტორში იმუშაოს, მოუხედავად იმისა, მისი მეუღლე სად მუშაობს?", - მიმართა თალაკვაძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს.


პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე, ქეთევან ბუბუტეიშვილი ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობს.


წყარო