"თუ მაისში შემოიყვანენ ლავროვს, ყველანი მივხვდებით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვკარგავთ"

  • 14 თებერვალი 14:49

"კანონი და სამართალის" დამფუძნებელის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, თუ მაისში საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ჩამოვა სახელმწიფოს საფრთხე დაემუქრება.

"დიახ გადაცდომა და დანაშაულია ის, რომ მაკო გომურს დაზარალებულის ცნობა არ მისცეს. ამიტომ არ უნდა ემხრობოდეთ ამ ხელისუფლებას. მე არ ვემხრობოდი არც ყოფილს და ახლანდელ ხელისუფლებასაც ვებრძვი. რადგან ნიკა მელიას საქმეზე წავიდა მსჯელობა, ვიტყვი თუკი ჩვენი ხელისუფლება კიდევ შემოიყვანს გავრილოვს და შეუქმნიან საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს, ისე როგორც უკვე შეუქმნეს გავრილოვის შემოყვანით. თუ არ იცოდნენ, მაშინ სულ მთლად წასასვლელები არიან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვყავს უშიშროება.


თუ კვლავ ასე აღმოჩნდება და მაისში შემოიყვანენ ლავროვს და ჩვენ ყველანი მივხვდებით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვკარგავთ და ვკარგავთ სახელმწიფოს, ვერც თქვენი მოწმეობა ვერ უშველის ივანიშვილს და გნებავთ შევარდნა დაარქვით და გნებავთ ნუგზარ ფოფხაძე დაიყენეთ წინ და ამას მხოლოდ ჯანყი უშველის კონსტიტუციური უფლებით. ამ შემთხვევაში ჯანყის უფლება არსებობს, გინდა დამიჭირეთ, გინდა ნუ დამიჭერთ", – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა "რეაქციაში".


წყარო.