"ნებისმიერ ადამიანს, ვინც მოულოდნელად შეგხვდა აუცილებლად დააკვირდი - ეს ნიშნავს, რომ შენს კითხვებზე პასუხი მოვიდა"

  • 14 თებერვალი 13:37

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ადამიანებს ერთმანეთის მოსმენიკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მოულოდნელად გამოჩენილ ადამიანზე დაკვირვებით, შესაძლოა, სამყაროსგან თქვენთვის მნიშნელოვანი შეტყობინება მიიღოთ.

ფანჯიკიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


"ნებისმიერ ადამიანს, ვინც მოულოდნელად (გგავს, ან მითუმეტეს თუ არ გგავს, არც პროფესიით, არც აზროვნების ტიპით) საინტერესოდ ჩათვალე, ან კომფორტულად იგრძენი მის კამპანიაში თავი, თუნდაც ეს ათწუთიანი მგზავრობა იყოს ტაქსით, ან მითუმეტეს ცოტა მეტი ხნის კომუკაცია, აუცილებლად უნდა დაუკვირდე, რადგან თუ ყურადღება რაღაცამ წაიღო, ეს ნიშნავს, რომ შენს კითხვებზე პასუხი მოვიდა და ამ ადამიანს კონკრეტული მესიჯი აქვს შენთვის იმ კონკრეტულ დროს და იმ კონკრეტულ თემაზე, რაზეც "ორსულად" ხარ და გოგოა, ბიჭია, ტყუპია, ჯერ არ იცი. რა ფსიქოლოგიური სტატუსიც აქვს იმ წამს შენს გონებას, იმის მიხედვით ხდება "ვიღაც ახალი პერსონაჟის" აღმოჩენა. როგორც სხვადასხვა დროს სხვადასხვა წიგნი, ფილმი, სიტუაციაა საინტერესო, იგივენაირად ამჩნევ, ან ვერა ადამიანებს. თემას, რომელსაც ვუტრიალებ აგვისტოს მერე, ფორმა მივეცი და ვარბედნიერი. მოკლედ, მოსმენა უნდა ვისწავლოთ სამყაროს მესიჯების. გაქვს კითხვა? უსმინე პასუხს ყველგან და განსაკუთრებით, არა წიგნებში, არამედ ამბების და რეაქციების პირველწყაროში, - ადამიანებში."