"ქიმიოთერაპია ჩაუტარდა ბიჭს, რომელსაც თურმე სიმსივნის კვალიც არ ჰქონდა! ფულს ვიხდით საკუთარ სიკვდილში!"

  • 14 თებერვალი 13:10

პორტალი "ალია" საქართველოში 29 წლის პაციენტისთვის არასწორად დასმულ დიაგნოზსა და ასევე არასწორ მკურნალობაზე წერს.

გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული თუ რომელ კლინიკაში დაუშვეს შეცდომა, ამასთან ცნობილია, რომ პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია და თავს კარგად გრძნობს.


"დიაგნოზი ავთვისებიანი სიმსივნე, განადგურებული ადამიანი ფიზიკურად, მორალურად, ფინანსურად, საქართველოში დასმული ავთვისებიანი სიმსივნე, ტყუილად ჩატარებული ქიმიოთერაპია, გიორგის დიაგნოზი საფრანგეთში არ დადასტურდა!


ძალიან ბევრი იბრძოლა დედების ფონდმა რომ გამწარებულ, ახალგაზრდა ოჯახს დავხმარებოდით, ქიმიის ფულს აგროვებდნენ, იმ ქიმიის რომელიც თურმე 29 წლის გიორგის არ სჭირდებოდა და ტყუილად უნადგურებდნენ ჯანმრთელობას.


თქვენი დახმარებით მოხდა გიორგის გადაყვანა საფრანგეთში, სადაც დიაგნოზი არ დადასტურდა. რატომ გვკლავს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა? რატომ გვთხოვს ვიხადოთ ფული იმ მკურნალობაში, რომელიც თურმე სასიკეთოდ კი არა, სასიკვდილოდ გვადგება?


საბედნიეროდ გიორგი დღეს თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ვინ აგებს პასუხს ქიმიით დანგრეულ ჯანმრთელობაზე, განადგურებულ ფინანსებზე და ფსიქიკაზე?!


რომ არა თქვენი 1 ლარით შეკოწიწებული თანხა, ალბათ ხვდებით რაც მოხდებოდა ლიკუნა წიქარიშვილი
დედების ფონდი_ მუდამ სიცოცხლის სადარაჯოზე".


წყარო