ცოფის შემთხვევა ლაგოდეხში - ძაღლმა ორი ადამიანი დაკბინა

  • 14 თებერვალი 12:56

ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში. ინფექციური დაავადება ძაღლს გამოუვლინდა, რომელმაც ორი ადამიანი დაკბინა.

როგორც მერის წარმომადგენელი ამბობს, დღეს დილიდან სოფელში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.


ვასილ მიროტაძის ინფორმაციით, ოჯახის პატრონმა თავად მოახდინა ძაღლის ლიკვიდაცია, რადგან ის აგრესიული და საშიში გახდა.


"შესაბამისმა სამსახურებმა კვლევა უკვე ჩაატარეს, რის შედეგადაც ცოფის შემთხვევა დადასტურებულია", - განაცხადა მიროტაძემ.


დაზარალებული მოქალაქეებიდან ერთს აცრა უკვე ჩაუტარდა. მეორე კი, უარს აცხადებს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფაქტის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.