დმანისში ქალი მოკლეს

  • 14 თებერვალი 12:20

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა. ცნობილი ხდება, რომ ქალი გვიან ღამით მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც უცნობმა პირმა თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


წყარო.