"ბატონ გიორგი გახარიას ერთ რამეს ვთხოვ ძალიან, ძალიან გულით"

  • 14 თებერვალი 12:22

ეკონომისტი და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ლატარია, სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს მთავრობის მეთაურს გიორგი გახარიას მიმართავს და მას მკურნალობის საჭიროების მქონე 10 წლამდე ბავშვისთვის სპეციალური ფონდის შექმნას სთხოვს.

"ბატონ გიორგი გახარიას ერთ რამეს ვთხოვ, ძალიან, ძალიან გულით. ყოველ დღე, მარტო ფეისბუუქზე რამდენი ბავშვის ფოტო ვარდება, რომელთა მშობელი ითხოვს დახმარებას, ეს ბავშვები არიან ძალიან მძიმედ. ზოგს ლეიკემია აქვს, ზოგს რა და ზოგს რა.


ბატონო გიორგი, იქნებ შექმნათ რაიმე ფონდი, რომელშიც წავა თუნდა 0.5 % ხელფასებიდან, არავინ იტყვის უარს ხელფასიდან ეს თანხა რომ ჩამოიჭრება და აღნიშნული ფონდი, მთლიანად დააფინანსებს ბავშვების მკურნალობას. მაგალითად 10 წლამდე ბავშვისთვის, საავადმყოფოში შესვლიდან მის გამოჯანმრთელებამდე, მშობელმა რომ ფული არ გადაიხადოს!!!


მოგვაკელით უფროსებს და მივცეთ ბავშვებს, ამისთვის თქვენი ბრძანება იქნება საჭირო და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე რეგულაციის შეცვლა.


გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ ეს გავაკეთოთ," - წერს ლატარია.


წყარო.