თურქეთში რუსეთის ელჩს მოკვლით ემუქრებიან?

  • 14 თებერვალი 11:45

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში რუსეთის ელჩმა ალექსეი ერხოვმა, იდლიბში განვითარებული მოვლენების გამო, მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

"სირიაში ვითარების ესკალაცია შემაშფოთებელია. ჯერ რუსი ოფიცრები დაიღუპნენ, შემდეგ თურქი სამხედროები. თუმცა, ნახეთ რა საშინელი ამბები დაიწყო სოციალურ ქსელებში. არ მინდა, მაგრამ რამდენიმე ციტატას მოვიყვან: "დაემშვიდობეთ სიცოცხლეს", "არავინ დაგიტირებთ" და ა.შ. ეს ყველაფერი ერთხელ უკვე მოხდა - ხუთი წლის წინ. ოღონდ იდლიბის ნაცვლად ალეპო იყო. რითი დასრულდა ეს? "თვითმფრინავის" კრიზისით და ჩვენი ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობით. სხვათა შორის, მეც პირდაპირ მემუქრებიან. ნუთუ ისტორია არავის არაფერს ასწავლის?" - განაცხადა თურქეთში რუსეთის ელჩმა.

წყარო.