დასახელდა პროდუქტები, რომლებიც აბედნიერებს

  • 14 თებერვალი 11:29

აშშ-ის არიზონას შტატის "მაიოს" კლინიკის ექიმებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებსაც ადამიანისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება შეუძლიათ.

ბედნიერების მომანიჭებელი პროდუქტების სია ასეთია:თევზი, კაკალი, ისპანახი, ბროკოლი, კვერცხი და პარკოსანი მცენარეები.


ცხიმიანი თევზი შეიცავს ომეგა -3-ის მჟავებს, რომლებიც ამსუბუქებენ დეპრესიის სიმპტომებს და ხელს უწყობენ ბედნიერების ჰორმონების - სეროტონინის და დოფამინის გამომუშავებას.


ლობიო, კვერცხი და კაკალი მდიდარია ამინომჟავებით, კერძოდ ტრიპტოფანით, რომელიც ორგანიზმში სეროტონინის ბალანსს ინარჩუნებს. ტრიპტოფანი ასევე ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს.


ფოლიუმის მჟავით გაჯერებული ისპანახი და ბროკოლი ხელს უშლის ძილის დარღვევას და დეპრესიას.


ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პროდუქტებს ამ სიიდან მხოლოდ პიროვნების განწყობისა და საერთო ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლიათ. თუ დეპრესიის ან პანიკის შეტევების ნიშნები გექნებათ, ჯერ ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია.


ჭარბი ყველი, ისევე როგორც გადამუშავებული ხორცი ჰამბურგერებსა და ჰოთ-დოგებში, ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე. მათში შემავალი ნიტრატები ტვინის იმ ნაწილზე ზემოქმედებენ, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი.