ჩინოვნიკი კორონავირუსის გამო დახვრიტეს

  • 14 თებერვალი 11:09

ჩინეთიდან დაბრუნებული ჩრდილო კორეელ ჩინოვნიკს კარანტინის დარღვევისთვის დახვრეტა მიუსაჯეს - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

გაზეთ დონგას ინფორმაციით, ჩინოვნიკი კარანტინის წესებს არ დაემორჩილა და საზოგადოებრივ აბანოს ეწვია. ცნობისთვის, ჩრდილო-კორეაში ჩინეთში ნამყოფი ადამიანებზე სამხედრო კანონმდებლობა ვრცელდება.


ჩინეთიდან დაბრუნებული ჩინოვნიკი კარანტინში დაბრუნებისთანავე მოათავსეს. სასიკვდილო განაჩენი კი იმ დღესვე აღსრულდა.


კიდევ ერთი ჩინოვნიკი, რომელმაც ჩინეთში ვიზიტის ფაქტის დამალვა სცადა, გადაასახლეს.


წყარო.