კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

  • 14 თებერვალი 10:59

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსს კიდევ 121 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1486 მიაღწია. კორონავირუსით დაავადებული 7000 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუჰანში ვირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. გარდა ჩინეთისა, ვირუსის შემთხვევები 26 ქვეყანაში გამოვლინდა.


რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ლაბორატორიულად არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გამოლენილა. მათივე განცხადებით, ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების კუთხით საქართველო კვლავ დაბალი რისკის ზონაში რჩება. საქართველომ ახალი კორონავირუსის თავიდან არიდების მიზნით, ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა.