როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ქვეყნის მასშტაბით

  • 14 თებერვალი 10:58

სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. მთაში და მაღალმთაშია მოსალოდნელია ძლიერი თოვა.

"ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.