ლიმონის სასწაულმოქმედი დიეტა - ამ დროს კვების რაციონი უნდა გაამდიდროთ

  • თბილისელები
  • 13 თებერვალი 18:15

ამ დიეტის დროს კვების რაციონი უნდა გაამდიდროთ ხილით, ბოსტნეულით, მოხარშული ხორცით, თევზით, კვერცხით, თხილით ან ნიგვზით, კიტრითა და პომიდვრით.

უნდა აკრძალოთ ალკოჰოლი, შაქარი და ტკბილეული. ნებისმიერი კერძი უნდა იყოს მოხარშული. დიეტა ორკვირიანია და საოცარ შედეგს იძლევა. ლიმონი აქტიურად ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს, თუმცა ეკრძალება მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებთ.

დიეტის მთავარი პროდუქტი, ლიმონია – ყოველი დღე 1 ჩაის ჭიქა გადადუღებულ ცხელ წყალში, ნახევარი ლიმონის წვენის ჩაწურვით უნდა დაიწყოთ, რომელსაც უზმოზე მიირთმევთ. გარდა ამისა, ლიმონისგან უნდა მოამზადოთ სასმელი, რომელსაც დღის განმავლობაში სამჯერ მიიღებთ – ჭამამდე 1 საათით ადრე.

ანუ: დილით უზმოზე ცხელ წყალში ჩაწურული ლიმონის ნაყენი, შემდეგ კი – პირველ დღეს 200 გრამ წყალში გახსენით ნახევარი ლიმონის წვენი, მეორე დღეს – ერთი ცალი ლიმონი მთლიანად, მესამე დღეს – ერთ-ნახევარი ლიმონი გამოწურეთ, მეოთხე დღეს – 2 მთლიანი ლიმონი და ასე აგრძელებთ, სანამ ხუთ ლიმონზე არ ახვალთ. შემდეგ, იწყება უკუსვლა, ანუ ხუთიდან – ოთხ-ნახევრამდე, ოთხი, სამ-ნახევარი, სამი და ბოლო დღე, 200 გრამ წყალში გახსნილი ნახევარი ლიმონი.

წყარო: თბილისელები