4 კატეგორიაში შემავალი ადამიანები, რომლებიც სასიყვარულო ურთიერთობაში წარმატებას ვერ აღწევენ

  • თბილისელები
  • 12 თებერვალი 16:01

არსებობს თეორია, რომელიც ურთიერთობების თავისებურებებს განსაზღვრავს. ეს თეორია ადამიანებს ძალიან ეხმარება ურთიერთობის სწორად აგებაში, რაც განსაზღვრავს კიდეც მის გრძელვადიანობას.

როგორ გიყვართ, რამდენად ერთგული ხართ, როგორი ურთიერთობა გაქვთ პარტნიორის მიმართ – თქვენს ემოციურ ბუნებაზეა დამოკიდებული. ამიტომაც, თუ კარგად შეისწავლით თქვენს ემოციებს, შესაძლებელია, ურთიერთობა უფრო მყარი გახადოთ.

საკუთარი ემოციების შესწავლა დაგეხმარებათ, გაიგოთ, რას ეძებთ სინამდვილეში, რას ითხოვთ პარტნიორისგან. იქნებ, უბრალოდ, ეძებთ ადამიანს, რომელიც მხარს დაგიჭერთ და რთულ პერიოდში გვერდიდან არ მოგცილდებათ.

*თუ გაიზარდეთ ოჯახში, ისეთ მშობლებთან, რომლებიც ყოველთვის ზრუნავდნენ თქვენს უსაფრთხოებაზე, ბუნებრივია, გენდომებათ, სასიყვარულო ურთიერთობაშიც უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი;

* ზედმეტად ხართ მიჯაჭვული საყვარელ ადამიანზე, მთლიანად დამოკიდებულიც კი. ბედნიერებისთვის მხოლოდ მასთან ყოფნა გჭირდებათ. ცუდია, რომ ძალიან დიდ დროს ანდომებთ იმაზე დარდს, რომ საყვარელ ადამიანს დაკარგავთ;

* საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანები ცდილობენ, იზოლირებულები იყვნენ პარტნიორისგან. ასე კი გრძნობა შეიძლება, იმდენად გაცივდეს, რომ პარტნიორი და მასთან სასიყვარულო კავშირი ძალიან უმნიშვნელო გახდეს;

* არსებობს შიშით სავსე ურთიერთობა – ასეთ დროს ადამიანებს სტანჯავთ ორი სახის შიში: 1 – რომ პარტნიორზე ზედმეტად დამოკიდებული იქნება და მის გარეშე ვერ ისუნთქებს და 2 – იმის შიში, რომ პარტნიორისგან ძალიან დაშორებული იქნება და არ ექნება სიახლოვე. ასეთი ადამიანები ძალიან ემოციურები და არაპროგნოზირებადები არიან.

საბოლოო ჯამში, ამ ოთხ კატეგორიაში შემავალი ადამიანები ვერ აღწევენ სასიყვარულო ურთიერთობაში წარმატებას, რაშიც პირველ რიგში, დამნაშავე სწორედ მათი ხასიათია.


წყარო: თბილისელები