რის გამო ჩავარდა თაკო ჭანუყვაძე ისტერიკაში და რას წერენ მას, როცა "ჩცდ" გადის ეთერში?

  • 10 თებერვალი 16:36

"მოზარდ მაყურებელთა" თეატრის მსახიობი თაკო ჭანუყვაძე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" კეკეს როლს ასრულებს და მისი პერსონაჟი ბოლო სერიებში განსაკუთრებით გააქტიურდა.

კეკეს როლზე თაკომ, "თბილისელებთან" ისაუბრა.


"როდესაც პერსონაჟს ისეთი განვითარება აქვს, როგორც კეკეს, მსახიობისთვის მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და სასიხარულოა. სცენარი რომ გამომიგზავნეს და წავიკითხე, ისტერიკაში ჩავვარდი, იმდენი ვიცინე. ძალიან სასაცილო ამბები ხდება და გადაღებაზეც ვხალისობ. მაგრამ კამერა, რომ ირთვება კეკე ვხდები, აღარ მეცინება და მართლა ვბრაზდები...


მსგავსება არის ჩვენ შორის-მეთქი ვერ ვიტყვი. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი მისნაირი ადამიანია და ამ პერსონაჟში ყველა გაერთიანებული მყავს. სხვათა შორის, დეტალები საკუთარი თავისგანაც ავიღე, მაგრამ ერთმანეთს არ ვგავართ. ემოციური მეც ვარ. მაგრამ კეკე ზედმეტად ემოციურია, მისგან განსხვავებით, მე საკუთარი თავის კონტროლი შემიძლია" - ჰყვება თაკო ჭანუყვაძე "თბილისელებთან."


კეკესგან განსხვავებით თაკო წყობიდან უსამართლობის დროს გამოდის.


"თემები, რომელიც კეკეს აღელვებს, ჩემთვის ძალიან უმნიშვნელოა."


"სერიალი რომ გადის ეთერში, იმ საღამოს იწყება წერილები, რასაც ვერ ავუდივარ. ჩალმებზე ერთი ამბავი ატყდა. გოგოები ფოტოებს მიგზავნიდნენ და რჩევებს მეკითხებოდნენ" -  ჰყვება თაკო ჭანუყვაძე.