მაია ბარათაშვილი: ვთვლი, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ქორწინებამდე არ მიგიყვანს, არ ღირს

  • თბილისელები
  • 7 თებერვალი 15:21

26 წელია, რაც მაია ბარათაშვილი ქართველ მსმენელს საკუთარი ნიჭით აოცებს.

ჯაზი მისი ცხოვრების ნაწილად ძალიან დიდი ხნის წინ იქცა და მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პროფესიის ინტერესი ჰქონდა, მისთვის მთავარი ყოველთვის მუსიკა იყო და სიყვარული და აღიარებაც სწორედ ამით მოიპოვა.


გთავზობთ მუსიკოსის ინტერვიუს, რომელიც ჟურნალ "თბილისელებში" დაიბეჭდა და სადაც პირად ცხოვრებაზე საუბრობს: 


– სიყვარულზე გადავიდეთ...


– როგორც იცით, დაოჯახებული არ ვარ. განსაკუთრებით ბოლო დროს, როცა ეკლესიური გავხდი და ცოტათი ქრისტე გავიცანი, ვთვლი, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ქორწინებამდე არ მიგიყვანს, არ ღირს. მაგრამ მე ნამდვილ ქორწინებას ვგულისხმობ, როდესაც წყვილი მზადაა, ერთმანეთისთვის ყველაზე ძვირფასი გაიღოს, ურთიერთობა სადაც მსხვერპლშეწირვა, სწორი გაგებით, არ არის უცხო. თავგანწირვისთვის მზაობაა სიყვარული და მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ოჯახს. ქორწინება – "მოდი, აბა, ვნახოთ, რა გამოგვივა" პრინციპით – ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, არავის განვსჯი. მომწონებია კიდეც და მათ შორის, არასწორი ადამიანებიც, შემყვარებია კიდეც, მაგრამ დროულად მივმხვდარვარ.


– ეკლესიაშიც იმიტომ მიხვედით, რომ რაღაც მომენტში არასწორ ადამიანს დაუკავშირეთ ბედი.


– არამარტო ამიტომ, მაგრამ რაღაც ზღვრამდე ვუშვებ ადამიანს და როცა ვხვდები, რომ ის მე სულიერად წინ ვერ წამწევს, ყოველგვარი სკანდალის გარეშე ვამთავრებთ ურთიერთობას. სომერსეტ მოემმა თქვა, ყველაზე დიდი კონპლიმენტი ქალისთვის ისაა, როცა მამაკაცი გეუბნება, მე მინდა, შენზე დავქორწინდე. თუკი მამაკაცი მე არ მეუბნება, რომ უნდა მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით გაატაროს, მაშინ საერთოდ ზედმეტია საუბარი.


– არ გინანიათ, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგით, მით უმეტეს, როცა საქმე შვილს ეხება?


– შვილი ადამიანისთვის მინიჭებული ძალიან დიდი საჩუქარია. არ ვნანობ. მე ვფიქრობ, რომ თითოეულ ადამიანს თავისი გზა აქვს.

წყარო: თბილისელები