ინფორმაცია ქალებისთვის: ერთი წუთით მაინც წარმოიდგინოს თავი მამაკაცის ადგილზე

  • 6 თებერვალი 15:54

ნებისმიერი ქალისთვის საინტერესოა, ერთი წუთით მაინც წარმოიდგინოს თავი მამაკაცის ადგილზე. დაფიქრდეს, რა უთხრას ქალს. მაშინ, მათი მთავარი სათქმელი ასეთი იქნებოდა:

* არასდროს დატოვებს ქალს, რომელთანაც თავს კარგად გრძნობს;


* კაცს ქალის იმაზე გაცილებით ნაკლებად ესმის, ვიდრე უნდა, მაგრამ იმაზე მეტად, ვიდრე ქალს ჰგონია;


* გახსოვდეთ, კაცების უმრავლესობას შეუძლია რეცხვა, გაუთოება, სახლის დალაგება და ნორმალური საჭმლის კეთებაც კი. ამიტომ, არ აქვს აუცილებლობა, ამ ყველაფრისთვის ქალის ბუზღუნი და უპატივცემულობა აიტანოს. მოკლედ, მხოლოდ იმიტომ, რომ დამლაგებელი სჭირდება, კაცი ქალთან არ იქნება;


* კაცებს არ ეშინიათ ძლიერი ქალების. უბრალოდ, დიდად არ მისწონთ ისინი, ისევე, როგორც ქალებს არ მოსწონთ სუსტი მამაკაცები;


* თუ მამაკაცი ინიციატივას არ იჩენს, ნუ გგონიათ, რომ სულელია და თავს ვერაფერს აბამს... იქნებ, უბრალოდ, არ სურს ეს ურთიერთობა – არ უნდიხართ;


* ქალი, რომელიც ყვირის, სულაც არ იწვევს კაცში პატივისცემას (სულერთია, რა იყო ყვირილის მიზეზი). პირიქით, კაცი იმედგაცრუებული რჩება;


* კაცს შეუძლია, უხმოდ და დიდხანს ასრულოს თქვენი ახირებები, მაგრამ, ზოგჯერ ამას მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო აკეთებს. აინტერესებს, რამდენად შორსაა წასული ქალის ეგოიზმი და ბოლოს აუცილებლად დაუსვამს წერტილს;


* კაცების უმრავლესობას ქალისგან უარი შესაძლოა, თავიდან მოსწონდეს, მაგრამ არც ისეთი სულელები არიან, რომ დრო დაკარგონ თამაშზე, რომელიც თავიდანვე წაგებულია;


* თუ კაცი ქალს რესტორანში ეპატიჟება, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ისევე, როგორც არაფერს ნიშნავს ხუმრობა, ღიმილი და საერთოდ, მსუბუქი ფლირტი. შეიძლება, ამ დროს კაცი მხოლოდ გაკვირდებათ;


* კაცი არ ეჭვიანობს მხოლოდ მასზე, ვინც არ უყვარს. თუმცა ეჭვიანობაც ყოველთვის არ ნიშნავს სიყვარულს;


* თუ კაცი ერთხელაც ინსტინქტებს აჰყვება და გიღალატებთ, შემდეგ კი საგულდაგულოდ შეეცდება ამ ამბის თქვენგან დამალვას, ესე იგი, არ სურს თქვენი დაკარგვა. ამიტომ, ღირს, მისცეთ შანსი;


* როგორ უნდა გამოხატოს ქალმა მამაკაცის მიმართ სიყვარული ისე, რომ ეს სანანებელი არ გაუხდეს? ზოგჯერ ეს ორი სქესი სურვილებსა და მიზნებში „აცდენილია“. მაგალითად, რას ელოდებიან ქალები მამაკაცებისგან? ნორმალურ სიტუაციაში – ყურადღებას, ზრუნვას, დაცვას… მაგრამ, რა უნდა მისცეს კაცს, რომ იმანაც ბედნიერად იგრძნოს თავი? საქმე ისაა, რომ მამაკაცს ქალისგან სიყვარული განსხვავებულად ესმის – მამაკაცს სიამოვნებს ქალის მზრუნველობა და ყურადღება, სანამ ეს არ გადავა დედობრივ მზრუნველობაში. კაცს ურჩევნია, ქალმა მიიღოს ისეთი, როგორიც არის. როცა ქალი ცდილობს მამაკაცის გადაკეთებას, მისი ხასიათის გამოსწორებას, კარნახობს საკუთარი ცხოვრების წესებს, უცვლის ჩაცმის სტილს, მანერას და აკრიტიკებს მისი ინტერესების სფეროს, კაცის შინაგანი მე მაშინვე განგაშს ტეხს – „მე არ ვუყვარვარ“. კაცს უნდა, რომ ქალს მისი სჯეროდეს და იმაზე მეტადაც კი, ვიდრე თავად სჯერა საკუთარი თავის;


* ნუ იქნებით ოჯახში ლიდერი და ნუ შეეჭიდებით მამკაცურ საქმეებს, მით უფრო, აშკარად და აგრესიულად;


* ირწმუნეთ თქვენი მამაკაცის და არასდროს უღალატოთ ამ რწმენას. ეს მას შთააგონებს და შეუძლებელს გააკეთებინებს;


* გახსოვდეთ, მხარდაჭერა პატარა, თითქოს უმნიშვნელო ნიუანსებში გამოიხატება;


* ჭკვიანი ქალი მამაკაცის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ასეთი კითხვით შეხვდება: "კარგად იფიქრე ამაზე? დარწმუნებული ხარ? მაშინ, იმოქმედე!" მამაკაცი არასდროს წავა იმ ქალისგან, რომელიც მხარში უდგას, თუნდაც, მრისხანე ხასიათი ჰქონდეს.