22 წლის შშმ პირი მეზობელმა გააუპატიურა

  • 27 იანვარი 11:43

ზუგდიდში მამაკაცი მეზობლის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

22 წლის შშმ პირი ახლობლების ინფორმაციით, 22 წლის შშმ პირი საკუთარმა მეზობელმა, 60 წელს გადაცილებულმა კაცმა გააუპატიურა. შემთხვევა გასული წლის მაისში მოხდა. ბრალდებული კი დღეს დააკავეს.


პოლიცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1955 წელს დაბადებული 1 პირი დააკავა, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. სავარაუდო მსხვერპლისა და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი.