კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა

  • 27 იანვარი 11:38

კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე 77 წლისა გარდაიცვალა. გომარ სიხარულიძე წლების განმავლობაში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრის გამგე იყო.

დაწერი აქვს არა ერთი მუსიკალური ნაწარმოები როგორც ფორტეპიანოსთვის, ასევე კამერულ-ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები

მას ეკუთვნის საესტრადო სიმღერები – "იმერული ბალადა", "გურია", "დონ კიხოტი ზურიკელა", "გაზაფხული"; შექმნილი აქვს მუსიკა სპექტაკლების, ანიმაციური ფილმებისა და მხატვრული კინოფილმებისათვის ("ჩარი–რამა", "გამინაწილე სითბო", "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში").

წყარო