რატომ სურთ "ქალიშვილობის აღდგენის" ოპერაციის აკრძალვა

  • 27 იანვარი 11:12

გაერთიანებულ სამეფოში უფრო ძლიერდება კამპანია, რომელიც "ქალიშვილობის აღდგენის" ოპერაციის აკრძალვას უჭერს მხარს.

BBC-ის ცნობით, კამპანია პოპულარული გახდა მუსლიმ ქალებს შორის, რომელთა სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეექმნას, თუ აღმოაჩენენ, რომ მას ქორწინებამდე ჰქონდა სქესობრივი კავშირი. 


დიდი ბრიტანეთის სამედიცინო საბჭოში აცხადებენ, რომ ასეთი პროცედურის ჩატარებაზე პაციენტის თანხმობა ხშირად ეჭვის ქვეშაა, რადგან ხშირ შემთხვევაში "ქალებზე ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა სხვა პირების მხრიდან". 


ამჟამად ბრიტანეთში სულ მცირე 22 კლინიკაა, რომელიც საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციას აკეთებს. ისინი ოპერაციისთვის 3,000 ფუნტს იღებენ.


წყარო