მაიკლ ჯორდანი კობი ბრაიანტის გარდაცვალებაზე - სიტყვები ვერ აღწერს ტკივილს... კობი ჩემთვის უმცროსი ძმასავით იყო

  • 27 იანვარი 10:32

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის, კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას NBA-ს ლეგენდა, მაიკლ ჯორდანი ეხმიანება. მისი თქმით, კობი ბრაიანტთან განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებდა.

 

"შოკში ვარ კობესა და ჯინას გარდაცვალების გამო. სიტყვებით ვერ აღვწერ ტკივილს, რასაც ახლა განვიცდი. მიყვარდა კობი, ის ჩემთვის უმცროსი ძმასავით იყო. ხშირად ვსაუბრობდით და ეს საუბრები ძალიან მომენატრება. ის დაუნდობელი მეტოქე იყო, არაჩვეულებრივი მამა, რომელსაც ოჯახი უზომოდ უყვარდა და ყოველთვის ამაყობდა, რომ მის ქალიშვილსაც უყვარდა კალათბურთი," - წერს მაიკლ ჯორდანი განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ CNN-ის ინფორმაციით, ვერტმფრენი Sikorsky S-76B რომლის ჩამოვარდნამ კობი ბრაიანტი, მისი შვილი და სხვა შვიდი ადამიანი იმსხვერპლა, 1991 წელს იყო გამოშვებული.


მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ ღრუბლისა და ნისლის გამო ხილვადობა ძალიან დაბალი იყო.


ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა


ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გამოეხმაურა


გურამ შეროზია ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გამოეხმაურა


წყარო