"არ ღირს ფარულად მოქმედება" - 27 იანვარის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

  • fortuna.ge
  • 27 იანვარი 09:45

მეტი დაისვენეთ და მოერიდეთ ზედმეტად გადატვირთვას, გამოიჩინეთ ყურადღება, რადგან მაღალია დამწვრობის, ტრავმების და ავარიების ალბათობა.

არ ღირს ფარულად მოქმედება,


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ახალი საქმის დასაწყებად.


ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნეულების რისკი, გაამდიდრეთ კვების რაციონი წიწიბურათი და ბრინჯით, თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან.


დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ვერცხლისფერი, ფირუზისფერი და იისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი და ამეთვისტო, გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.


ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge