"ექიმები აქტიურად იბრძვიან სეფსისის და პოლიორგანული უკმარისობის დასამარცხებლად"- როგორია ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა

  • 27 იანვარი 00:41

სოციალურ ქსელში ანიტასთვის შექმნილ ჯგუფში ოჯახის ახლობელი უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

"72-ე ღამემშვიდობის ანიტას უძლიერეს გუნდს!


ჩვენი გოგოს ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, ექიმები აქტიურად იბრძვიან სეფსისის და პოლიორგანული უკმარისობის დასამარცხებლად.


ანიტას დედიკო ძალიან განიცდის ბავშვის კიდურების გამუქებას, განსაკუთრებულად ცუდ მდგომარეობაშია მარცხენა ხელის თითები, რომლებიც მარიკოს თქმით, დღეს უფრო გაშავდა.


ექიმების განმარტებით, კიდურების მდგომარეობის გამოსწორება მეტწილად ანიტას ორგანიზმზეა დამოკიდებული.
ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ამდენი ხალხის სიყვარული დაეხმარება ანიტას ორგანიზმს იყოს მეტად ბრძოლისუნარიანი!


ყოველ დღე ვკითხულობთ თქვენს პოსტებს და კომენტარებს, ვხვდებით რამდენ ადამიანს შეგიყვარდათ ჩვენი ანიტა და ამის გამო, თავს უფლებას ვაძლევთ ათასჯერ გთხოვოთ ანიტასკენ მიმართოთ თქვენი სიყვარული, ლოცვა და დადებითი ენერგია!


ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!"- წერს მარიკა ხუციშვილი.