ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

  • 27 იანვარი 00:31

ამერიკელი ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. 

დადასტურებულია, რომ ვერტმფრენის ბორტზე კობი ბრაიანტი იმყოფებოდა, რომელიც ლოს ანჯელესის ოლქის კალაბასას გარეუბანში ჩამოვარდა. 


NBA-ის ვარსკვლავი, კობი ბრაიანტი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს კალათბურთელად ითვლებოდა.