ჩინეთში კორონავირუსისგან განკურნებული პირველი პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს (ვიდეო)

  • 26 იანვარი 16:27

პირველი განკურნებული პაციენტი ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციიდან უკვე გაწერეს. მას საავადმყოფოში ერთკვირიანი მკურნალობა ჩაუტარდა.

26 წლის მამაკაცს კორონავირუსის დიაგნოზი 17 იანვარს დაუსვეს. ერთი კვირის შემდეგ, 24 იანვარს ის უკვე კლინიკიდან გაწერეს. ის დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ქალაქ უხანში. პირველი სიმპტომები, რითიც ვირუსული ინფექცია გამოუვლინდა, ტემპერატურა და თავის ტკივილი იყო.


ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2010-ს აღწევს, რომელთაგან 1970 შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა.


არსებობს თუ არა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე


რა არის "კორონავირუსი" და როგორ დავიცვათ მისგან თავი


წყარო