"ფორსაჟი 9“-ის თრეილერში თავისუფლების მოედანი ჩანს (ვიდეო)

  • 26 იანვარი 15:22

ჰოლივუდის ფილმის „ფორსაჟი 9“-ის პირველი თრეილერი გავრცელდა. რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს მთავარი როლის შემსრულებელი ვინ დიზელი და ასევე თბილისი, კერძოდ თავისუფლების მოედანი.

ცნობისთვის, "ფორსაჟი 9“-ის გადაღებები საქართველოში 18 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, თბილისის სხვადასხვა წერტილებში მიმდინარეობდა, ფილმის პრემიერა კი 2020 წლისთვის იგეგმება.