"აი აა თუ უაოაო? მძღოლმა: - უაოაო - უაოაოა? - ორი საათი ვფიქრობდი, რა ენაზე ილაპარაკეს"

  • 26 იანვარი 13:53

გიორგი გოგეშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ის სახალისო ისტორიას იხსენებს და მის მეგობრებს უზიარებს.

"არ ვიცი მართალია თუ არა:


ტიპი ყვება, ბათუმში მარშუტკაში ვიჯექიო და ვიღაცამ დაუქნია ხელი, ფეხი ამოდგა და იკითხაო:


- აი აა თუ უაოაო?


მძღოლმა:


- უაოაო.


- უაოაოა?


- უაოაო! უაოო!


- კაი, არ მინდა, ბოდიშიო.


ორი საათი ვფიქრობდიო, ნეტა რა ენაზე იბაზრესო და ვაფშე რა დიალოგის მომსწრე გავხდიო.


კაი ხნის მერე გავიგე, რო თურმე ორი სხვადასხვა ნომერი მარშუტკა დადის, პირობითად “1” და “1ა”


ხოდა თურმე ტიპს უკითხავს:


- ეს მარშუტკა ა არის თუ უაოაო? (ანუ ა-ს გარეშეო),


მძღოლიც გურული შეხვდადა უთხრა:


- უაოაო (ანუ “ა” არ არისო)


იმან უთხრა:


- ა თუ არ არის, მაშინ არ მინდაო.


ჩავიდა, დახურა კარებიო.


ახლა მეცინება, მარა თავიდან მეგონა კრიმანჭულის სიმღერას აპირებდნენო.


სერიიდან: აჭარა - აჭარლებს, ბათუმი - გურულებს" - წერს გიორგი გოგეშვილი.