მაიორი: ვეღარ ვიცავ მცირეწლოვან შვილებს, წნეხის ქვეშ არიან

  • 26 იანვარი 13:44

მაიორი გიორგი დვალიშვილი აცხადებს, რომ უკანონოდ უთვალთვალებენ მის ოჯახს, ლევან იზორიას ძმის დაკავებასთან დაკავშირებული სკანდალური ვიდეომასალის გასაჯაროების კვალდაკვალ.

26 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში, დვალიშვილი საგანგებოდ მიმართავს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს.


"მინდა მივმართო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს: დაანებეთ თავი თვალთვალს ჩემს ოჯახზე. თვალთვალი ჩემზე არ არის პრობლემა, მე დასამალი არაფერი მაქვს. მზად ვარ, ახლაც შევიდე და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, თუ რამე აინტერესებთ. მე ვარ პოლიციელი და ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს...


მყავს სამი არასრულწლოვანი ბავშვი, სამი გოგონა, რომლებიც სისტემატურად იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ - თვალთვალია მათზე, (თვალთვალი) სადარბაზოში უკვე ძალიან ზედმეტია... ვეღარ ვიცავ ჩემს ბავშვებს, ფსიქოლოგიურად არიან უდიდესი წნეხის ქვეშ. მივმართავ კიდევ ერთხელ, შეწყდეს ეს უკანონობა“, - განაცხადა მაიორმა დვალიშვილმა 26 იანვარს, უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე. მასთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე.


წაიკითხეთ სრულად