აქ ვარ იმისათვის, რომ სიმართლე ვთქვა - რას ყვება ქალაქ უხანში მყოფი ექიმი

  • 26 იანვარი 13:37

ექიმი, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობს, აცხადებს, რომ ამ დროისთვის დაახლოებით 90 000 ადამიანია ინფიცირებული. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ოფიციალური პეკინის ინფორმაცია 1975 ინფიცირებულის შესახებ.

მე ვარ იმ ტერიტორიაზე, სადაც კორონავირუსი გაჩნდა. აქ ვარ იმისათვის, რომ სიმართლე ვთქვა. ამ დროისთვის, ჰუბიის პროვინციაში, მათ შორის ქალაქ უხანში და მთელს ჩინეთში 90 000 ადამიანია ინფიცირებული“, - ამბობს ექიმი, რომლის ვიდეოსაც dailymail-ი აქვეყნებს. 


ამ დროისთვის ბოლო ინფორმაციით, "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა