“თვითმფრინავში კაცს კრუნჩვა დაეწყო და პირიდან ქაფი გადმოუვიდა – ბორტზე არ იყო ექიმი!”

  • 26 იანვარი 13:07

სოციალური ქსელის მომხმარებელი ქეთი ქურდოვანიძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

"ათენიდან პარიზში მივფრინავდით. თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო, როდესაც ჩვენ გასწვრივ მჯდომ ხანდაზმულ კაცს კრუნჩხვა დაეწყო და პირიდან ქაფი გადმოუვიდა, ბორტზე არ აღმოჩნდა არც ერთი ექიმი. ატყდა პანიკა. მე სულ მიდევს ჩანთაში ერთი ამპულა დექსამეტაზონი და ნემსი. უბრალოდ, არ ვიცოდი, ამ დროს შეიძება თუ არა დექსამეტაზონის გაკეთება. დაშვებისთანავე ამოვიდა სასწრაფო. მაგრამ გონს ვერ მოიყვანეს. ძალიან მოუმზადებელი მომეჩვენა ეგეოსის ავიახაზეის ბორტგამცილებლები. შეკითხვა ექიმებს, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?"- წერს ქეთი ქურდოვანიძე.