ქალი, რომელიც 17 საათის განმავლობაში ნანგრევებში იმყოფებოდა, მაშველებმა გადაარჩინეს

  • 25 იანვარი 23:59

თურქეთში მაშველებმა ქალი გადაარჩინეს, რომელიც 17 საათის განმავლობაში ნანგრევებში იმყოფებოდა. 

 

აზიზი ნანგრევებიდან ნათესავებს მობილურის დახმარებით დაუკავშირდა და საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ აცნობა. 


სტიქიური უბედურების ზონაში უკვე 24 საათია სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ათეულობით ადამიანს.


საგანაგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებს სტიქიის ზონაში არ დაბრუნდნენ, რადგან შესაძლოა მიწისქვეშა ბიძგები განმეორდეს.


6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ძლიერი ნგრევა მოჰყვა, რის შედეგადაც დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.


ბიძგები, ადგილობრივი დროით, 20:55 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯთან იყო.


წყარო