ქართველი ემიგრანტი: ჩვენ არ ვართ დაბადებულები მხოლოდ დამლაგებლებად და მომვლელებად - გაიცანით ორი ქართველი ემიგრანტი ქალი, რომელმაც საბერძენთში ბიზნესი დაიწყეს

  • 25 იანვარი 23:32

გადაცემის "სარკეში მაია სტეფნაძესთან ერთად" სტუმრები, ორი ქართველი ემიგრანტი ქალი იყო, რომელმაც მათ ცხოვრებაზე ისაუბრეს და იმაზე თუ როგორ გახდნენ ისინი ემიგრანტები და როგორ იპოვეს ერთმანეთი და დაიწყეს ბიზნესი.

ორმა ქართველმა ემიგრანტმა ქალმა ერთმანეთი 2006წელს ტაძარში გაიცნეს.


ერთ-ერთი მათგანი საბერძენთში 2003 წლიდან იმყოფება.


"რომ არ ვიფიქროთ სად ვართ, რატომ ვართ და როგორ გადის ჩვენი წუთისსოფელი სწორედ ამ ყვითელი თოჯინიდან დაიწყო ეს ყველაფერი, მოჭრილი სახელოებიდან მონარჩენი ნაჭრიდან დავიწყეთ ნემსით და ძაფით გართობა და მივედით აქამდე. უკვე სერიოზული საფეხურები გავიარეთ და გავდივართ კიდეც და მივედით იქამდე, რომ უკვე შეკვეთებს ვიღებთ საბავშვო ბაღის ბავშვებიდან და ჩნდებიან მათი წყალობით ახალი გოგოები, ეს ყველაფერი უკვე ჩვენი შემოსავლის წყაროდ იქცა"- ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.