გიორგი ვოლსკი: ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა

  • 25 იანვარი 22:44

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ხელისუფლების მისამართით აშშ-ის რამდენიმე კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილებზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რომლებიც აღნიშნულ წერილებს დაედო საფუძვლად.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, წერილების მომზადების საფუძველი გახდა როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი, ასევე ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების სუსტი მექანიზმები, რომლებიც ეტაპობრივად ახალ ეტაპებზე გადადის.



„რეალურად ეს არის ის სწრაფი ცვლილება, რაც ახასიათებდა ჩვენს მიდგომას პროპორციულ არჩევნების საკითხთან მიმართებაში. აქედან გამომდინარეობს ის დაძაბულობაც რაც შეიქმნა საქართველოს პოლიტიკურ ველზე. მეორე საკითხს წარმოადგენს მექანიზმი, რომლითაც ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან და რომელიც გაცილებით გვიან ჩაირთო და გაცილებით უფრო სუსტი იყო, ვიდრე ის მექანიზმი, რომელიც ინტენსიურად მუშაობდა ჩვენ წინააღმდეგ.
მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა, ვინაიდან ჩვენი განვითარების, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მექანიზმი, მნიშვნელოვან წილად განპირობებულია ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობით.
დემოკრატიული პრინციპები, რომელიც საქართველოშია არა თუ მაღალ დონეზეა, არამედ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, მათ შორის კორუფციის თემა, რომელიც 2012 წელთან შედარებით 20 მუხლით არის გაუმჯობესებულია, რეგიონში პირველები ვართ და მსოფლიოს მასშტაბით ოცეულში შევდივართ სასამართლოს თავისუფლების კუთხით. დემოკრატიის მთავარი ერთ-ერთ მაჩვენებელი არის მედიის თავისუფლების თემა და ეს ყველაფერი მსოფლიო ბანკის და აშშ-ის მთავრობის მონაწილეობით ხდება. ამ გაუგებრობას თ გაურკვევლობას, რაც ჩვენ წინააღმდეგ არის გამოვლენილი უპირისპირდება ის რეალობა რასაც კონგრესი საქართველოს მიმართ იჩენს და აღსანიშნავია, რომ ფინანსური დახმარება 140 მლნ. დოლარამდე გაიზარდა და ახლახანს კიდევ 7-10 მლნ. გამოყოფა გადაწყდა საქართველოში განათლების მიმართულებით“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.