დოდო გუგეშაშვილი: წინა დღეს მკვლელი დაჟინებით ითხოვდა ჩემთან სელფის გადაღებას

  • 25 იანვარი 21:53

"ამ საქმეს, ჩემი შვილის მკვლელობისა და ჩემი მკვლელობის მცდელობის საქმეს ჰყავს დამკვეთი, ამაში სრულად დარწმუნებული ვარ. დაკავებული უნდა ალაპარაკლდეს და უნდა თქვას, ვინ შეუკვეთა ეს მკვლელობა“, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

„მხედრიონის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ უმძიმეს საქმეზე სამართალდამცავებმა მაღალი პროფესიონალიზმით იმუშავეს და ამ ეტაპზე, საქმე მიყვანილია ლოგიკურ დასასრულამდე - მკვლელი დაკავებულია.


"ამ უმძიმეს საქმეზე სამართალდამცავებმა მაღალი პროფესიონალიზმით იმუშავეს და ამ ეტაპზე, საქმე მიყვანილია ლოგიკურ დასასრულამდე - მკვლელი დაკავებულია. საქმეში დევს მოსამართლის განჩინება პირის დაკავების შესახებ, რომელიც მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაიცა. როგორ არ უნდა აღვნიშნო, რომ მკვდარი საქმე გახსნეს და რომ გახსნეს, ეს ფაქტია. ახლა მთავარი საკითხია გასარკვევი - ვინ დაუკვეთა ეს მკვლელობა. ამ საქმეს, ჩემი შვილის მკვლელობისა და ჩემი მკვლელობის მცდელობის საქმეს ჰყავს დამკვეთი, ამაში სრულად დარწმუნებული ვარ. დაკავებული, რომელიც, როგორც მე ვიცი, დუმილის უფლებით სარგებლობს, უნდა ალაპარაკლდეს. მან უნდა თქვას, ვინ შეუკვეთა ეს მკვლეობა და დარწმუნებული ვარ, ალაპარაკდება. მას სხვა გზა არ აქვს. შესაბამისად, გავარკვევ მეც და გავიგებთ ყველა, ვის სჭირდებოდა ჩემი მოკვლა და ეს უბედურება, რაც დამმართეს“, - განაცხადა გუგეშაშვილმა


თადარიგის პოლკოვნიკი მკვლელობის წინა დღესაც იხსენებს, როდესაც მკვლელი დაჟინებით ითხოვდა მასთან სელფის გადაღებას.


"მკვლელი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურებული იყო. წინა დღეს, 6 თებერვალს, დაჟინებით ითხოვდა ჩემთან სელფის გადაღებას, ჩემს პარტნიორს უნდა გადავუგზავნო, რომ ნახოს როგორ სერიოზულ ხალხთან მაქვს საქმეო. მე სელფის გადაღებაზე უარი ვუთხარი. ფაქტია, რომ ვიღაცისთვის უნდოდა ამ ფოტოს გადაგზავნა“, - აცხადებს დოდო გუგეშაშვილი.


მისივე მტკიცებით, გამოძიებას მოუწევს მუშაობა იმაზე, ჰყავდა თუ არა დამკვეთის გარდა მკვლელს თანამზრახველები.


"მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მას თანამზრახველები ჰყავდა. მეტსაც გეტყვით - იმ დღეს, როდესაც ვითომ შემთხვევით გამიცნო, მასთან ერთად ავტომანქანაში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა“, - აცხადებს დოდო გუგეშაშვილი.


შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობილი 24 იანვარს გახდა.


ცნობისთვის, გუგეშაშვილებზე შეიარაღებული თავდასხმა დიღმის მასივში 2018 წლის 7 თებერვალს მოხდა.


დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ბრალი წაუყენეს


რა ხდებოდა ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში მის საცხოვრებელ ბინაში (ვიდეო)


წყარო