როგორია მერაბ სეფაშვილის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა

  • 25 იანვარი 21:46

მერაბ სეფაშვილის მეუღლე, ნინო ჯუხრაძე საავადმყოფოში მოხვდა. მომღერლის პროდიუსერი გია გოგორიშვილი გულშემატკივრობისთვის ყველას მადლობას უხდის და წერს, რომ ამჟამად პაციენტი უკვე პალატაშია გადაყვანილი.

"ძვირფასო მეგობრებო დიდი მადლობა მერაბის ოჯახის გულშემატკივრობისათვის,
მინდა გაცნობოთ,რომ მისი მეუღლე გადმოყვანილია პალატაᲨი, მდგომარეობა სტაბილურია, არის პროგრესი, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო მკურნალობა"- წერს გია გოგორიშვილი.



ცნობისთვის, მომღერალ მერაბ სეფაშვილის მეუღლე ნინო ჯურხაძე კლინიკაში იშემიური ინსულტით მოათავსეს.