"ეს ყველაფერი დათოს ყურამდე მისულა. სასწრაფოდ შემოვიდა ჩვენთან და გოგონა მოიკითხა" - ნახეთ, რა მოხდა ბათუმისკენ მიმავალ მატარებელში

  • 25 იანვარი 20:04

სოციალურ ქსელში მომღერლის დათო არჩვაძის სამაგალითო საქციელის შესახებ ინფორმაციას ეთო ბოკელავაძე პირადად შეესწრო. როგორც ინტერნეტმომხმარებელი წერს,შემთხვევა ბათუმისკენ მიმავალ მატარებელში მოხდა.

“ბათუმისკენ მიმავალი მატარებლის მეზობელ ვაგონებში აღმოვჩნდით მე და ჩემი კოლეგა და დათო არჩვაძე, თავის გუნდთან ერთად.

მოულოდნელად, ჩვენს ვაგონში ერთი ახალგაზრდა გოგონა გახდა შეუძლოდ… დიაბეტი ჰქონია…

ვაგონში მყოფმა ექიმმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. თუმცა, გოგონა ძალიან შეშინებული იყო და წუხდა. ეს ყველაფერი დათოს ყურამდე მისულა. სასწრაფოდ შემოვიდა ჩვენთან და გოგონა მოიკითხა. ცოტა ხანში კი უკან გაბრუნდა და ბიჭებს გასძახა, გიტარა წამოიღეთო.

ასე, რამდენიმე სიმღერა მიუძღვნეს გოგონას, გაამხნევეს, გაამხიარულეს, ხასიათზე მოიყვანეს…

მოულოდნელმა სიურპრიზმა გოგონა ისე გააოცა და გაახარა, აღარ იცოდა, ეტირა, თუ ეცინა…

ბოლოს უთხრა: ღირდა ჩემი ცუდად გახდომაო…

ასეა, ადამიანი ადამიანისთვის მზეა…

დათო კი…

მას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ იმ დღიდან ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანია!” - წერს ეთო ბოკელავაძე.