თურქეთის მიწისძვრის შედეგების ამსახველი პირველი კადრები (ფოტო)

  • 24 იანვარი 23:55

თურქეთში ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე, 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ძლიერი ნგრევა მოჰყვა, რის შედეგადაც დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.


ბიძგები, ადგილობრივი დროით, 20:55 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯთან იყო. ინფორმაცია დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ამ დროისთვის უცნობია.