ჩინელმა მეცნიერებმა "კორონავირუსის" პირველი ფოტო გაასაჯაროეს

  • 24 იანვარი 22:08

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერებმა "კორონავირუსის" (2019-nCoV) პირველი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც ელექტრონული მიკროსკოპით არის გადაღებული. 

ახალ ინფექციას- "კორონავირუსი" მისი სტრუქტურიდან გამომდინარე ეწოდა. ვირუსის მიკროსხეული გარშემორტყმულია ნწილაკებით, რომლებიც მზის სხივების გვირგვინს ჰგავს. ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სურათში ვირუსის გამოსახულება კარგად ჩანს.


უკანასკნელი მონაცემებით, "კორონავირუსმა" 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაავადების ეპიცენტრი ჩინეთის ქალაქი უხანია, რომლის მიმართულებითაც ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. 


დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა ამერიკაში, ტაილანდში, ჰონგ-კონგში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში.