კვიპროსში 26 წლის ქართველი ბიჭი მშენებლობიდან ჩამოვარდა

  • 24 იანვარი 21:50

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალაბასთუმნის მცხოვრები 26 წლის ლევან ჯახია მშენებლობიდან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა.

იგი კვიპროსში სამუშაოდ წელიწადნახევრის წინ წავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი აწვდის.


"დედა და დის ქმარიც იქ არიან, აბა აქ სამუშაო ვერ იშოვეს, სახლში მარტო მამა ოთარ ჯახია დარჩა...აქ თავს ვერ ირჩენდნენ. საცოდავი ბიჭი, ეს რა დაემართათ. მას თავი აქვს დაზიანებული, მისი დიაგნოზია თავის ძლების მოტეხილობა, ჰემატომა. ოპერაცია ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ამ ყველაფერთან ერთად, ყოველ დღე 600 ევროა საჭირო, რისი საშუალებაც ოჯახს არა აქვს“, - ამბობს ოჯახის ახლობელი.


მისივე თქმით, ოჯახისთვის თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია.


დაზარალებული ახალგაზრდის მეგობრები საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.


თი ბი სი ბანკი, მიმღები: მარიამ ბუკია GE08TB7550245061100098
საქართველოს ბანკი, მიმღები: ეკა ქვარაია


GE48BG0000000161873546


წყარო