პანკისის უხეცესთა კავშირის თავმჯდომარე: შურს არა ბრალდებულის ოჯახის წევრებზე, არამედ მხოლოდ იმ პირზე იძიებენ, რომლის ტყვიამაც კაცი იმსხვერპლა

  • 24 იანვარი 18:59

პანკისში დაპირისპირებულ გვარებს შორის ერთი კვირის განმავლობაში დაწყებული მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდა.  უხეცესთა კავშირის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შურს იძიებენ არა ბრალდებულის ოჯახის წევრებზე, არამედ მხოლოდ იმ პირზე იძიებენ, რომლის ტყვიამაც კაცი იმსხვერპლა.

დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილის ოჯახის მხრიდან შურისძიება მხოლოდ იმ პირზე მოხდება, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობები 37 წლის ვისური მუთოშვილს მიაყენა.


სპეციალურად ამ საკითხის განხილვის პროცესში ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, პანკისის უხეცესთა კავშირის თავმჯდომარე ზელიმხან წუწაშვილმა, 15 -კაციანი დელეგაცია ჩამოიყვანა. მათ პანკისის ხეობა ცოტა ხნის წინ დატოვეს.


"ჩეჩნეთში თავად ვიყავი, ჩემი დის შვილები და თემში გავლენიანი ადამიანები თავად ჩამოვიყვანე. მეორე დღესვე ჩაერთნენ მოლაპარაკებებში. მადლობა ღმერთს, რომ ეს შეხვედრები კარგი შედეგით დასრულდა. გადაწყდა, რომ შურს არა ბრალდებულის ოჯახის წევრებზე, არამედ მხოლოდ იმ პირზე იძიებენ, რომლის ტყვიამაც კაცი იმსხვერპლა,"- ამბობს ზელიმხან წუწაშვილი.


გვარებს შორის დაპირისპირება გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც
ვისური მუთოშვილი მოკლეს. მომხდარიდან მალევე პოლიციამ ორი პანკისელი დააკავა.


საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 29 იანვარს ჩაინიშნა.


წყარო