საკრებულოს დამლაგებლების განცხადება: ალბათ, დავტოვებთ სამსახურს

  • 24 იანვარი 18:51

თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკრებულოს დამლაგებლებმა მედიასთან საუბრისასა აღნიშნეს, რომ ოცივე დამლაგებელი ერთ აზრზეა და სამსახურს დატოვებენ.

როგორც ისინი აღნიშნავენ, დღეს საკრებულოში მომხდარი ინდიდენტი, დამლაგებლებისთვის სილის გაწვნაა და ამას არავინ აპატიებენ.


"ჩვენ არც "ნაციონალები" ვართ, არც "ოცნება" ვართ, არცერთი პარტიის წევრი არ ვართ, ჩვენ ვართ მუშა, მოსამსახურე ხალხი, რომლებიც ამ დეპუტატებს უსუფთავებენ ოთახს. ლევანისთან იმიტომ შევედით, რომ სამართალი ვერ ვიპოვეთ. პრეზიდენტამდე დამლაგებელი ვერ მივა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ რადგან დამლაგებლებად ვმუშაობთ განათლება არ გვაქვს, ძალიან შემცდარან. ოცივე დამლაგებელი ერთ პოზიციაზე ვართ და ალბათ, დავტოვებთ საკრებულოს",- განაცხადეს დამლაგებლემბა მედიასთან საუბრისას.


შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საკრებულოში, სარევიზიო კომისიის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.


ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში დაპირისპირებაზე: ერთი ერთზე ვერ მერევიან, მასეთი მაგარი ბიჭები ვერ არიან


"შენ ხარ "ფარჩაკი" - თბილისის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ