დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი

  • 24 იანვარი 17:34

დოდო გუგეშაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ რაც შსსმ მასზე და მის შვილზე თავდასხმის საქმე გახსნა.

 

 

"სამართალდამცველებმა კოლოსალური სამუშაო ჩაატარეს. მთელი ამ დროის განმავლობაში მე მქონდა მუდმივი კომუნიკაცია და ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ საქმეს გახსნიდნენ. ნამდვილად კმაყოფილი ვარ გამოძიებით", - ამბობს დოდო გუგეშაშვილი.


დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.


წყარო