მიხეილ ცაგარელის 24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 24 იანვარი 10:31

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში -06:00 -დან 17:23 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია.

მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.


ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ, ეცადეთ მშვიდად გაიაროთ დღე და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ ელექტროხელსაწყოებით სარგებლობისას.


01:43 საათზე აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი შემოაბიჯებს და ლოთონის ვირთხაც სრულად გადაიბარებს უფლებამოსილებას ღორისგან. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, უმჯობესია გადაერთოთ მშვიდი ცხოვრების რიტმზე და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სავაჭრო და საფინანსო ოპერაციები, ხელმძღვანელებთან კამათი და საკუთარი მოსაზრების მტკიცება.


ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. 


წაიკითხეთ სრულად