როგორი ამინდი იქნება საქართველოში?

  • 23 იანვარი 15:31

24 იანვარს საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება. 

დასავლეთ საქართველოს რეგიონების მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

ზღვაზე ნავარაუდევია შტორმი, საავტომობილო გზებზე- ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე- შემოყინულობა.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.

25-26 იანვარს, ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -3 -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.