"ზაზა სარალიძე გარიგებაზე მიდის მკვლელებთან" - რას ჰყვება მიხეილ კალანდიას ძმა ლუკა კალანდია

  • 23 იანვარი 15:17

მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომაზე, სარალიძესთან დაპირისპირების შემდეგ მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ კომენტარი გააკეთა.

"გაღიზიანება ზაზა სარალიძის ფრაზამ გამოიწვია, ზურაბ თოდუას რომ უთხრა, ეს იყო განაჩენიო. რას ეძახის განაჩენს, ამდენი ხანი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება რომ არ გამოჩნდა და იმას, რომ გარიგებაზე მიდის მკვლელებთან, რომ მიხეილ კალანდია დაიჭირონ? ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია სარალიძის თანმხლები პირის მხრიდან, რომელმაც მამაჩემს უთხრა, გამოდი შენ ერთი გარეთო. რომელი ადამიანი მოითმენდა ამას? ამდენი ხანია შეურაცხყოფას ვითმენთ, ხმას არ ვიღებთ და ეს იმას ნიშნავს, რომ თავმოყვარეობა არ გვაქვს? ამდენი ხანი გარდაცვლილების სულებს პატივს ვცემდით, ორი წელი კალანდიები ჩუმად ვიყავით და ყველამ თავზე გადაგვიარა. დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი სამართლებრივად.”


წყარო