პედიატრი ინგა მამუჩიშვილი: ჭიების წამალი ტოქსიურია და მისი თვთნებურად მიღება არ შეიძლება

  • 23 იანვარი 15:26

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი რეგიონებში ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატის არამიზნობრივ მოხმარებაზე წერს.

"ბოლო პერიოდში ხშირად მაქვს შემთხვევები, როდესაც (განსაკუთრებით, რეგიონებიდან ჩამოსული ) პაციენტების მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი შვილები, სკოლის ექიმის მითითებით ღებულობენ ანტიჰელმინთურ (ჭიის საწინააღმდეგო) მედიკამენტს 6 თვეში ერთხელ, პრევენციის მიზნით, რამაც ძალიან შემაშფოთა და გამაოცა. მოვიძიე ინფორმაცია და მართლაც ასე ყოფილა, ოღონდ არ ვიცი ვისი მითითებით ხდება ეს… მინდა მოკრძალებულად ვთხოვო ჩემს კოლეგებს, მშობლებს, რომ ნუ მიაღებინებენ ბავშვებს, ასე ხელაღებით ამ ჯგუფის (ანტიჰელმინთურ) მედიკამენტებს. მითუმეტეს წელიწადში 2 ჯერ, ყოველგვარი კვლევის და კლინიკური სიმპტომების გარეშე‼️


მინდა განვმარტო, რომ ჰელმინთები ცხოვრობენ ჩვენთან ერთად ამ სამყაროში, რაც ჩვენს თანაცხოვრებას გარდაუვალს ხდის‼️ ბავშვის ორგანიზმის გათავისუფლება მათგან და მათი კვერცხებისგან, მედიკამენტის მიღების შემდეგ არის ძალიან ხანმოკლე ეფექტი (განსაკუთრებით მახვილა ჭიების შემთხვევაში) ხოლო მედიკამენტი,რომელიც ამ თუნდაც ხანმოკლე შედეგს იძლევა, არის ძალიან ტოქსიური, ის ანადგურებს ჰელმინთებს და ბავშვის ღვიძლს თირკმელს და ნაწლავის მიკრობიოტასაც დაუნდობლად ებრძვის!!! ჰელმინთები ჩვენს ორგანიზმში მრავლდებიან გარემოდან მათი კვერცხების მოხვედრის შემდეგ!!! ისინი ძირითადად ნაწლავის სანათურში ბინადრობენ (ენტერობიუსი,წვრილი,მახვილა ჭია,ასკარიდა) თუმცა სხვადასხვა ორგანოებშიც შეიძლება ჩასახლდნენ სისხლის მიმოქცევის ნაკადით… მშობლები ხშირად ორ ძირითად სიმპტომს ასახელებენ, კბილების კრაჭუნი (ბრუქსიზმი), რაც თითქმის 80%-ში არ არის ჰელმინთოზის ნიშანი (ახასიათებთ ემოციურ,ჰიპერაქტიურ ბავშვებს,ჩაძინების სხვადასხვა ფაზაში) ძლიერი ნერწყვდენა, იგივე ჰიპერსალივაცია,იგივე სველი ბალიშის სინდრომი ძილში, რაც აგრეთვე არ არის ჰელმინტოზისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი გამოვლინება, ეს მოვლენა ახასიათებს გასტროეზოფაგურ რეფლუქსს, ცხვირის უკანა კედელზე ნაზალური სეკრეტის ჩანადენს, ქრონიკულ რინიტს, ფარინგიტს და ა.შ ‼️ ჰელმინტის კვერცხები ადამიანის ორგანიზმში ხვდება დაბინძურებული გარემოდან ჭუჭყიანი ხელების,გაურეცხავი ხილის და ბოსტნეულის,თერმულად კარგად დაუმუშავებელი ხორცისა და თევზეულის მეშვეობით,ასევე დაბინძურებული წყლით… ‼️‼️‼️ ჰელმინთოზის კლინიკური გამოვლინება ძლიან გავს სხვა ბევრი დაავადების კლინიკას,მაგრამ