ჩინელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ "კორონავირუსი" ადამიანს გველისგან გადაედო

  • 23 იანვარი 14:43

ჩინელი მკვლევარების აზრით, "კორონავირუსი" ადამიანს პირველად გველისგან გადაედო. 

კვლევაში, რომელიც Journal of Medical Virology- ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ცხოველის უამრავი სახეობიდან, ვირუსის კოდი ყველაზე ახლოს გველის გენეტიკურ კოდთან აღმოჩნდა. ვირუსის წყარო შესაძლოა ორი სახეობის გველი გამხდარიყო: მულტიბენდი კრაიტი და ჩინური კობრა.


ჩინეთში გველები და სხვა გარეული ცხოველები საკვებად აქტიურად გამოიყენება.


ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მოსახლეობის 60% -ზე მეტს ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს ნაჭამი გარეული ცხოველის ხორცი. 


ცნობისთვის, ჩინეთის ქალაქ უხანში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 571-ს მიაღწია.
დაავადების სწრაფი გავრცელების გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ უხანის მიმართულებით სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით მიმოსვლა შეაჩრა.


ამ დროისთვის დაინფიცირებული 95 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 


პეკინში ვირუსის 14 შემთხვევა დაფიქსირდა. 


"კორონავირუსმა" უკვე შეაღწია ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და იაპონიაში. ვარაუდობენ, რომ ვირუსი შესაძლებელია სინგაპურსა და ფილიპინებშიც გავრცელდეს.