"მარშუტკა დაიძრა თუ არა მაშინვე დაიწყო შავი BMW-დან სიგნალები... ჰეიი ძმა მომხედე...”

  • 23 იანვარი 13:35

სოციალურ ქსელში ნინო სალაძე ძალიან სახალისო ისტორიის შესახებ წერს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

გთავაზობთ სტატუსს:


"მარშუტკით მივდიოდი, გუდვილთან ამოვიდნენ ვიღაცეები. მარშუტკა დაიძრა თუ არა მაშინვე დაიწყო შავი BMWდან სიგნალები. დაიძაბა მძღოლი.. თავიდან ვითომ არ ესმოდა. ბოლოს რომ გვერდზე ამოუდგნენ და “ჰეიი ძმააა მომხედეეეე...”ს ძახილი რო არ შეწყვიტეს, მძღოლმა შეშინებულმა გახედა გისმენთო:)) გადმოიწია ფანჯრიდან და ხურდა მისცა მძღოლს..აი ძმა ეს ფული აიღე და იმ გოგოსი გადახდილია ბოლოს რო ამოვიდაო:)))"- წერს ნინო სალაძე.